სოციალური მედიის საფრთხეები
სოციალური მედიის პლატფორმები გვთავაზობს ბევრ დადებით მხარეს, თუმცა მათ გარკვეული საფრთხეები და გამოწვევები უკავშირდება, მაგალითად;
1. პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევა
სოციალურ მედიაზე მომხმარებლები ხშირად უზიარებენ პირად ინფორმაციას, რაც შეიძლება არასწორად იქნას გამოყენებული.
2. კიბერბულინგი და ონლაინ შეურაცხყოფა
სოციალური მედიის პლატფორმები ხშირად ხდება ბულინგისა და შეურაცხყოფის წყარო, განსაკუთრებით მოზარდებისთვის.
3. ცრუ ინფორმაცია და დეზინფორმაცია
სოციალური მედია შეიძლება იყოს ცრუ ამბების გავრცელების მთავარი წყარო.
4. დამოკიდებულება და დროის უყაირათო ხარჯვა
სოციალური მედიის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება და დროის უყაირათო ხარჯვა.
5. მენტალური ჯანმრთელობის ზიანი
სოციალური მედიის გამოყენება შეიძლება გავლენას ახდენდეს თვითშეფასებაზე და გამოიწვიოს სტრესი, დეპრესია ან შური სხვების მიმართ.
6. ყალბი პროფილები და თაღლითობა
ბევრ პლატფორმაზე არსებობს ყალბი ანგარიშები, რომლებიც მომხმარებლებს თაღლითობისთვის იყენებენ.
ვიდეოში განიხილება სოციალური მედიის ძირითადდა კი ტიკ-ტოკის როგორც პლატფორმის საფრთხეებს. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებლებმა საკუთარი უნარები, იუმორი და იდეები წარმოაჩინონ ამასთან ერთად არსებობს გარკვეული საფრთხეები, მაგალითად მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცულობის რისკები. ამიტომ სოციალური მედიის გამოყენება მოითხოვს ფრთხილობასა და სიფხიზლეს. ინფორმაციის სწორად მართვა, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეები და მიიღოთ სოციალური მედიისგან მხოლოდ დადებითი გამოცდილება.
გამოყენებული ლიტერატურა;
სოციალური მესიის საფრთხეები
integral Web studio. სოციალური მედიის რეალური საფრთხეები. 19.10.2016
ქრისტიანული არხი. რა საფრთხეებს შეიცავს სოციალური მედია?. 4 თებერვალი. 2021
No comments:
Post a Comment