სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე




სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე

 სოციალური მედია თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომელიც გავლენას ახდენს თითქმის ყველა სფეროზე, მათ შორის, კომუნიკაციაზე, განათლებაზე, მარკეტინგზე და კულტურაზე.  ის საზოგადოებას ეხმარება ბევრ რამეში, მაგალითად


1. კომუნიკაციის გამარტივება 

სოციალური მედია ამცირებს დისტანციას და საშუალებას აძლევს ადამიანებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.   მაგალითად, ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან კავშირის გამყარება.  


2.ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 სოციალური მედია საზოგადოებას   ეხმარება ახალი ამბების სწრაფად მიღებაში და მოვლენების შესახებ ინფორმირებულობაში.  ასევე ახალი ცოდნის მიღებასა და  სასარგებლო რესურსებზე წვდომაზე. 

 

3. საზოგადოების მობილიზება 

სოციალური მედია მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მოძრაობების, პროტესტებისა და სოციალური ცვლილებების მობილიზაციისთვის.  


4. მარკეტინგი და ბიზნესის განვითარება

ბრენდები იყენებენ სოციალურ მედიის პლატფორმებს, რათა მიაწვდინონ ხმა მომხმარებლებს, გაყიდონ პროდუქტები და გაზარდონ ცნობადობა.  


5. კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა  

სოციალური მედია პლატფორმები საშუალებას აძლევს ადამიანებს, გაზიარონ თავიანთი კულტურა, ტრადიციები და იდეები.  


მაგრამ ამასთან ერთად მას შეუძლია ცუდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე ამ მხრივ, მაგალითად;


1. დეზინფორმაცია და ცრუ ცნობები 

სოციალური მედია ხშირად ხდება ცრუ ინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების წყარო.  არადამოწმებული კონტენტი და ალგორითმები, რომლებიც აძლიერებს სენსაციურ ინფორმაციას.  ეს კი იწვევს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და შიშის გავრცელება. 


2. რეალური ურთიერთობების შემცირება  

სოციალური მედიის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რეალური ურთიერთობები და კომუნიკაცია.  ეს კი იწვევს იზოლაციას, სოციალური უნარების დასუსტებას.


ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მედია ძლიერი იარაღია, რომელიც საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს. მისი გავლენა საზოგადოებაზე დამოკიდებულია მის გამოყენების მიზანსა და მეთოდზე. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მედია ვიყენოთ ზომიერად, კრიტიკული აზროვნებით და ცნობიერებით, რათა მივიღოთ მეტი სარგებელი და შევამციროთ რისკები.





ვიდეოში განხილულია მედიის გავლენა საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიდან. მედიაფსიქოლოგი საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
 პოზიტიური გავლენა:მაგალითად, მედიის საშუალებით ადამიანებს აქვთ წვდომა ახალ ამბებზე, განათლებაზე და კულტურულ კონტენტზე. საგანმანათლებლო შინაარსის გავრცელება, რაც ხელს უწყობს პიროვნული და საზოგადოებრივი განვითარების პროცესს.
ნეგატიური გავლენა: მაგალითად,  დეზინფორმაციის გავრცელება,  სოციალური ქსელების გამოყენებით წარმოშობილი სტრესი, შურის და დაუკმაყოფილებლობის განცდა.





















გამოყენებული ლიტერატურა;

სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე

სოფრომაძე, ნინი. "სოციალური მედია და სამოქალაქო საზოგადოება“. თბილისი 2023

intermedia.ge. სოციალური მედიის გავლენა. 2015, 15 თებერვალი , 17:23



No comments:

Post a Comment